გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ხელშეკრულება, რადგან იგი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

მიმოხილვა

ჰოსტინგის ხელშეკრულება (შემდგომში - "შეთანხმება") დადებულია FREEHOST.GE-სა და თქვენს (მომხმარებელს/აბონენტს) შორის და ძალაში შედის ჰოსტინგის მომსახურების გააქტიურების თარიღიდან. წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს ჰისტინგის მომსახურების პირობებს. ტერმინები „ორგანიზაცია“, "ჩვენ" ან "ჩვენი" ეხება FREEHOST.GE-ს და ტერმინები "თქვენ", "თქვენი", "მომხმარებელი", „აბონენტი“ ეხება ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, რომელიც იღებს ამ შეთანხმებას.

1. მომსახურეობის აღწერა
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი ტიპის ჰოსტინგურ მომსახურებას:

ვებ ჰოსტინგი
ვებ ჰოსტინგის შემთხვევაში ვებ-გვერდი განთავსებულია ერთ ან რამდენიმე სერვერზე. ამ პირობებში ერთი და იგივე სერვერით სარგებლობს ბევრი მომხმარებელი, თუმცა თქვენს ვებ-გვერდს მინიჭებული აქვს უნიკალური (DNS) მისამართი.

2. ანგარიშის ფლობის პირობები; შეზღუდვები

  • 2.1. სერვერების მიგრაცია. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დასჭირდეს სერვერსების ე.წ. “მიგრირება“ და ამის შედეგად შესაძლოა შეიცვალოს თქვენთვის თავდაპირველად მინიჭებული IP მისამართი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ თქვენ ისარგებლებთ მუდმივად ერთი და იგივე IP მისამართით.
  • 2.2. შემნახველი სივრცე. სერვერ(ებ)-ზე გამოსაყენებელი შენახვისუნარიანობის ჯამური ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს წარმოდგენილი ფაილების მოცულობის შესაბამისად. შემნახველი სივრცე შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც საოპერაციო სისტემ(ებ)ის, სისტემური ფაილ(ებ)ის ან/და სხვა დამხმარე ფაილების შესანახად.
  • 2.3. ჰოსტინგის მომსახურების შეწყვეტა. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ჰოსტინგით მომსახურების შეჩერების ან მისი შეწყვეტის შემდეგ, თქვენ შეგიწყდებათ ჰოსტინგით მომსახურება და მოგიწევთ უარი განაცხადოთ იმ IP მისამართებისა და სასერვერო სახელების გამოყენებაზე, რომლებიც თქვენ ორგანიზაციამ მოგანიჭათ ჰოსტინგით მომსახურებისას. მომსახურების შეწყვეტამდე თავად ხართ პასუხისმგებელი უზრუნველყოთ თქვენი ვებგვერდის ან სასერვერო კონტენტის გადაადგილება ჩვენი სერვერებიდან. ჩვენ არ ვართ ვალდებული გადავცეთ თქვენი ვებ-გვერდი ან სასერვერო კონტენტი სხვა პროვაიდერს. თუ მომსახურების გაუქმებამდე დროულად ვერ მოახერხებთ ვებ-გვერდის ან კონტენტის გადატანას ჩვენი სერვერებიდან ჩვენ იძულებული ვიქნებით წავშალოთ მონაცემები და იგი აღდგენას აღარ დაექვემდებარება. ასევე ჩვენ მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას მოგაწოდოთ მათი ასლები.

3. მხარეთა ვალდებულება და გარანტიები

  • 3.1. ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს მისი კუთვნილი სერვერების მუდმივი მონიტორინგი და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე. უფასო პაკეტის სარგებლობის შემთხვევაში ორგანიზაცია არ შეინახავს სარეზერვო ასლებს და თქვენი ვებ-გვერდის არასანქცირებული დაზიანების შემთხვევაში ვერ აღადგენს სარეზერვო ასლებიდან. არ არსებობს 100%-იანი გარანტია ფაილების დაუზიანებლად ან/და წაუშლელად შენარჩუნების ამიტომ ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მხრიდან სერვერებზე განთავსებული ფაილების დანაკარგზე. მომხმარებელი ვალდებულია თავად მოახდინოს სერვერებზე ატვირთული ინფორმაციის სარეზერვო ასლების შექმნა გარკვეული პერიოდულობით მის პირად კომპიუტერში ან/და CD/DVD დისკებზე.
  • 3.2. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას უზრუნველვყოთ მომსახურების პროცესში წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორება დროულად, უმოკლეს ვადაში. ამასთანავე, ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას მომხმარებლებს შეატყობინოს ყველა იმ მოსალოდნელი ხარვეზის ან დეფექტის შესახებ, რომელიც ორგანიზაციისთვის წინასწარ არის ცნობილი.
  • 3.3. ორგანიზაცია ვალდებულია მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და განახორციელოს მომსახურების მიწოდება.
  • 3.4. მომხმარებელი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას არ გამოიყენოს ჩვენი სერვერები ისეთი ინფორმაციის ჩასატვირთად, რომელიც საზიანოა და მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგს: IRC სკრიპტები/ბოტები, IRCD, Proxy სკრიპტები/ანონიმები, AutoSurf/PTC/PTS/PPC sites, IP სკანერი, Bruteforce პროგრამები / სკრიპტები / პროგრამები, ფოსტის ბომბები / სპამის სკრიპტები, მაღალი სარგებლის საპროცენტო პროგრამები (HYIP) ან მასთან დაკავშირებული საიტები, საინვესტიციო საიტები (FOREX, E-Gold Exchange, მეორე სიცოცხლის / ლინდენის გაცვლა, პონსი, MLM / პირამიდის სქემა) და სხვა.
    ხელშეკრულება „ხელშეკრულება“ განსზღვრავს იმ დამატებით პუნქტების აკრძალული კონტენტისა და ინფორმაციის შესახებ, რომლის ატვირთვა, შენახვა და დამუშავება ჩვენი სერვერებით სარგებლობისას დაუშვებელია.
  • 3.5. მომსახურების ყოველთვიურად ელ. ფოსტაზე მიიღებს წერილს, რომლის დაუდასტურებლობის შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებამისილია აბონენტს შეუჩეროს მომსახურება.

4. მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება.

  • 4.1. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის მოთხოვნები GDPR-ის მიერ დადგენილი მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (EU) 2016/679) შესაბამისად. ეს შეეხება მომხმარებლის ვებ-გვერდის მეშვეობით ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის, მონაცემის ან კონტენტის შეგროვებას, შენახვასა და დამუშავებას.
  • 4.2. თქვენ პირადად გეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოთ თქვენს ვებ-გვერდზე ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები, რომლებიც საკმარისად დაიცავენ ვებ-გვერდზე ან სერვერზე შენახულ/დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, თუ ადგილი აქვს მონაცემთა შეგროვების, დამუშავების ან შენახვის წესების დარღვევას აბონენტს სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა მსგავს დარღვევებზე, თუ რა თქმა უნდა ეს დარღვევები არ არის განპირობებული ჩვენი სასერვერო/ტექნიკური შეცდომით.

5. რესურსების ლიმიტირებული გამოყენება

  • 5.1. მომხმარებელი ვალდებულია სერვერებზე გამოყოფილი სივრცე გამოიყენოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით:
    - მომხმარებელს არ შეუძლია ისარგებლოს ჩვენი სისტემის რესურსების ოცდახუთი პროცენტით (25%) ან მეტით ოთხმოცდაათი (90) წამზე მეტი ხნის განმავლობაში.
    - მომხმარებელს ეკრძალება ნებისმიერი სახის Web spider ან indexer (including Google Cash / AdSpy) ის გამოყენება.
    - მომხმარებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გამოყენება, როგორიცაა IRC (Internet Relay Chat).
    - მომხმარებელს ეკრძალება ნებისმიერი სათამაშო სერვერის “გაშვება”, როგორიცაა Counter Strike.
    - კრონის შესასვლელების “გაშვება” 15 წუთზე ნაკლები ინტერვალებით.
    - html-ს ვაიძულოთ გაუმკლავდეს server-side კოდს (როგორიცაა php და shtml), იმისთვის რომ შეამციროს მოხმარება.
  • 5.1 ინოდები (INODES). თქვენს ანგარიშზე მიმაგრებული თითოეული ფაილი (მაგ. ვებ – გვერდი, სურათის ფაილი, და ა.შ.) იყენებს ერთ (1) ინოდს.
  • 5.2. მომხმარებელი შეზღუდულია გამოიყენოს მაქსიმუმ ასი ათასი ინოდი (100,000). ასი ათასი ინოდი (100,000) მეტი ინოდის გამოყენებისას მიიღებთ გაფრთხილებას. თუ მომხმარებელი არ გადადგამს სათანადო ნაბიჯებს ინოდების გადაჭარბებული მოცულობით გამოყენების შემცირების მიმართულებით მას სასერვერო მომსახურებით სარგებლობა დროებით შეუჩერდება.

6. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სპამის მიმართ

  • 6.1. ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკა სპამის და Bulk შეტყობინებების მიმართ. ორგანიზაცია დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუუქმებს ანგარიშს ნებისმიერ მომხმარებლს, რომელიც აგზავნის სპამ შეტყობინებას.