Freehost.ge-ის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ვებ-დეველოპერობის განვითარებას საქართველოში, მათ ვისაც საკმარისი ფინანსური სახსრები არ აქვს მისცეს პროფესიული განვითარების შანსი და შესთავაზოს უფასო სივრცე თვითგანვითარებისათვის.

Freehost.ge-ზე დეველოპერებს შეეძლებათ მათ მიერ შექმნილი ვებ გვერდი უფასოდ განათავსონ სერვერზე და გამოიყენონ 500 MB სივრცე შეზღუდვით „ტრეფიკი“ 5GB. იმ შემთხვევაში თუ დეველოპერს არ გააჩნია დომენის სახელი Freehost.ge სთავაზობს უფასოდ გამოიყენონ ქვე დომენი მაგ. yourwebsite.site4.ge, რათა ააწყონ ვებ-გვერდები საცდელ რეჟიმში, ხოლო შემდეგ გადაიტანონ ის სხვა, მათთვის სასურველ დომენებზე. ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია და უფასოა ავტო ინსტალერი Softaculous-ის პრემიუმ პაკეტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია Wordpress-ის, ელექტრონული კომერციის - ინტერნეტ მაღაზიების და სხვა უამრავი ვებ გვერდის მარტივად ინსტალაცია.

ამჟამად, პროექტის მთავარი პარტნიორია ქართული ჰოსტინგ კომპანია HoneyHost-ი. მათი შემოწირულობით დღეისათვის უკვე გამოიყო სივრცე 100 ვებ-გვერდის განსათავსებლად. ამჟამინდელი მდგომარეობით HoneyHost-მა სერვისი უზრუნველყო 2022 წლის 31 დეკემბრამდე. თუმცა, ნებისმიერ კერძო პირს ან ორგანიზაციას, რომელსაც აქვს მხარდაჭერის სურვილი და უნდა გახდეს ამ პროექტის თანამონაწილე შეუძლია განახორციელოს დონაცია, რათა დააფინანსოს პროექტის განვითარება, გაუხანგრძლივოს Freehost-ს სიცოცხლე ან/და გაზარდოს შეზღუდვა 100 ვებ გვერდიდან მეტზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი თითოეული ვებ-გვერდი იყოს აქტიური და ფუნქციონირებადი. ამიტომაც, Freehost.ge-ის პოლიტიკით განსაზღვრულია კონტროლის მექანიზმი, რაც მოითხოვს დეველოპერების მიერ, თვეში ერთხელ მათ ელ-ფოსტაზე Freehost.ge-ის მიერ გაგზავნილი ლინკის ვერიფიცირებას, სხვა შემთხვევაში ვებ გვერდი ჩაითვება არააქტიურად და ის წაიშლება სერვერიდან.